16.12.08

LVEP - ფასეულობითი განათლება


ბავშვები ყოველდღიურად სოციალური პრობლემებისა და ძალადობის ზეგავლენას განიცდიან. ყოფით კულტურაში აშკარად შეინიშნება ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ნაკლებობა. არის ღირებულებების დეფიციტი იმ საზოგადოებაში, სადაც ბავშვები იზრდებიან. როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას?
ფასეულობითი განათლება, სასკოლო ცხოვრებაში ფასეულობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება და სწავლებისათვის გარემოს ხელშეწყობა ამ პრობლემის მოგვარების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.
ფასეულობითი განათლების პროგრამა ფოკუსირებულია ბავშვებშჳ განავითაროს 12 პიროვნული და სოციალური ფასეულობა. ესენია:
მშვიდობა
პატივისცემა
სიყვარული
პასუხისმგებლობა
ბედნიერება
თანამშრომლობა
ტოლერანტობა
ერთობა
პატიოსნება
თავმდაბლობა
უბრალოება
თავისუფლება

იგრძენით თავი თავისუფლად, განავითარეთ და შექმენით ფასეულობითი გაკვეთილები და გაამდიდრეთ საკუთარი გამოცდილებით.


პროექტის ხელმძღვანელი
თეა ლობჟანიძე
ელ. ფოსტა: tealobjanidze@gmail.com